Facebook-მა, რუსეთთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ექაუნთი და გვერდი წაშალა

33

Facebook-მა, პლატფორმის წესების დარღვევის გამო, სოციალურ ქსელსა და Instagram-ზე 500-ზე მეტი ექაუნთი წაშალა, რომელთა ნაწილი სავარაუდოდ რუსეთთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.

“დღეს ჩვენ Facebook-დან წავშალეთ 364 გვერდი და ექაუნთი, რომლებიც კოორდინირებულ უკანონო ქმედებაში იყვნენ ჩართულნი. აღნიშნული ქმედება კი სათავეს რუსეთში იღებდა და მოქმედებდა ბალტიისპირა ქვეყნებში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, აგრეთვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გვერდები დაკავშირებული იყო სააგენტო Sputnik-თან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ Facebook-ზე და Instagram-ზე წაშლილია დაახლოებით 150 ექაუნთი, რომლებიც უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.

16 იანვარს Facebook-მა განაცხადა, რომ გაამკაცრებს პოლიტიკური რეკლამების პუბლიკაციის წესებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

Comments
Loading...