Facebook-მა მიანმარის სამხედროებთან დაკავშირებული გვერდები დაბლოკა

44

მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად მიანმარელებს გენოციდში ადანაშაულებდნენ, Facebook-მა ათობით ექაუნთი დაბლოკა, რომელიც მათ შესახებ ამგვარ მესიჯს ავრცელებდნენ. Facebook-თან წვდომა ასევე დაკარგა მიანმარის სამხედროების მეთაურმაც.

Facebook-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მან მიანმარის სამხედროებთან დაკავშირებული ათბით გვერდი გააუქმა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ბლოგში.

Facebook-მა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მიიღეს. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ მიანმარის შეიარაღებულ ძალებს ბრალად ედება მასობრივი მკვლელობები მუსულმანი ხალხის (როხინჯადის) გენოციდის მიზნით.

არსებული ინფორმაციით, Facebook-მა 18 ექაუნთი დაბლოკა, ერთი ექაუნთი Instagram-ზე და 52 გვერდი, რომლებსაც 12 მილიონი გამომწერი ჰყავდა. ამასთან, ცნობილია, რომ ინფორმცია, რომელიც ამ გვერდებზე იყო, არ არის წაშლილი და შენახულია გამოძიებისთვის.

"ვიღებთ პასუხიმგებლობას, რომ მომავალში შესაბამის ორგანოებთან ვითანამშრომლოთ და წარვუდგინოთ შესაბამისი ინფორმაცია," – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...