Facebook-ი აშშ-ში მეზობლების გაერთიანებისთვის ახალ სერვისს – Neighborhoods ტესტავს

6

სოციალურმა ქსელმა Facebook აშშ-ს ტერიტორიაზე დაიწყო ახალი სერვისის Neighborhoods-ის ტესტირება, რომლსი მიზანიც მეზობრელის გაერთიანებაა. შესაბამისი ინფორმაცია სოციალური ქსელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

ახალი სერვისი არის ცალკე სოციალური ქსელი, სადაც მთავარი იქნება მომხმარებლის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ახალ პლატფორმაზე ანგარიშის ქონა მხოლოდ სრულწლოვნებს შეეძლებათ.

ამ სოციალურ ქსელში მომხმარებლებს შეეძლებათ სხვადასხვა ინფორმაციის დამატება საკუთარი თავის შესახებ, მონაწილეობის მირება სხვადასხვა განხილვებში, ღია და დახურული ჯგუფების შექმნა ინტერესების მიხედვით, მეზობლების “შავ სიაში” გასტუმრება და სხვა.

“ინფორმაცია Neighborhoods-ში შეიძლება გამოყენებულ იქნას Facebook-ის პროდუქტების პერსონალურად გამოყენებისთვის, რეკლამირების ჩათვლით”, – განმარტავს კომპანიამ.

სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია კანადაში.

Comments
Loading...