Facebook-ის კაპიტალიზაცია ერთ დღეში 119,4 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა

94

Facebook-ის კაპიტალიზაცია ერთ დღეში 119,4 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა, რაც აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში, ვარდნის ყველაზე მსხვილი მაჩვენებელია.

ამის შედეგად კი, მარკ ცუკერბერგმა, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამედან – მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

Facebook-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება, 26 ივლისს, 19%-ით დაეცა, რაც ამერიკის საფონდო ბირჟის ისტორიაში, დაცემის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. საფონდო ბირჟების დახურვის მომენტისათვის, სოციალური ქსელის აქციების ფასი 176,26 აშშ დოლარი ღირდა.

ერთ დღეში, კომპანიის კაპიტალიზაციის ამდენად დაცემის შედეგად, მარკ ცუკერბერგმა თითქმის 15,9 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

Comments
Loading...