Facebook-ის აქციები შეფერხების ფონზე გაუფასურდა

2

გლობალური შეფერხების ფონზე, Facebook-ის აქციები 5%-ით გაუფასურდა.

გარდა ამისა, Facebook-ის გლობალური შეფერხების ფონზე სხვა წამყვანი ამერიკული ITკომპანიების აქციებიც შემცირდა.

Twitter-ის აქციებზე ფასი შემცირდა -6,7%-ით; Alphabet (-2,7%), Amazon (-2,8%), Apple (-2,6%), Microsoft (-2,4%).

ცნობისთვის, გუშინ მთელ მსოფლიოში რამდენიმე საათი გათიშული იყო Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram.

გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით Facebook-მა განცხადებაც გაავრცელა.

Facebook-ის შეფერხებამ მარკ ცუკერბერგი 6,9 მილიარდით აზარალა.

სოციალური ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა.

Comments
Loading...