Facebook ახალ ფუნქციას ტესტავს

2

Facebook ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებებს მისცემს პოსტები, კერძოდ ვიდეოები და სურათები სოციალურ ქსელში ატვირთვისას ავტომატურად Instagram-ზეც განათავსონ.

მსგავსი ფუნქცია, შებრუნებული სახით უკვე არსებობს. კერძოდ Instagram-იდან Facebook-ზე სურათების ავტომატურად განთავსება შესაძლებელია.

კომპანიას არ დაუკონკრეტებია რამდენი ხანი დასჭირდება ტესტირებას ან როდის იქნება ფუნქცია უფრო ფართო მასშტაბით ხელმისაწვდომი.

გამოცემა TechCrunch წერს, რომ კომპანია Instagram-ში დიდ ინვესტიციებს დებს, რათა Snapchat-ისა და TikTok–ის კონკურენციის ფონზე, პოპულარობა შეინარჩუნოს.

Comments
Loading...