Ethereum-ის თანადამფუძნებელი: ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს 10-11 წელიწადში მიაღწევს

36

უახლოესი წლების განმავლობაში ციფრული ფულის სექტორი შეიცვლება, კრიპტოვალუტებით სარგებლობას ყოველდღიურად მილიონობით და მილიარდობით ადამიანი დაიწყებს, – ამაში დარწმუნებულია ბლოკჩეინ კომპანია IOHK-ის ხელმძღვანელი ჩარლზ ჰოსკინსონი.

“ბიტკოინის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმს – 20 000 აშშ დოლარს მხოლოდ 10-11 წლის შემდეგ მიაღწევს”, – მიაჩნია Cardano-ს დამაარსებელს, Ethereum-ის თანადამფუძნებელსა და ბლოკჩეინ კომპანია IOHK-ის ხელმძღვანელს ჩარლზ ჰოსკინსონს. ამის შესახებ მან კონფერენცია Crypto Finance-ს ფარგლებში განაცხადა.

კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებული სიტუაცია მან შეადარა კომპანიას Amazon, რომელმაც ორი წლის განმავლობაში თავისი ღირებულების 95% დაკარგა.

“ჩვენ კრიპტოინდუსტრიაში შესაძლოა 11 წელიწადი დაგვჭირდეს, რათა 2017 წლის მაჩვენებელი გავიმეოროთ, მაგრამ მერე ჩვენსა და სხვა ეკოსისტემებს შორის უკვე დიდი განსხვავება იქნება, მილიონობით, შესაძლოა მილიარდობით მომხმარებელი გვეყოლება. ისინი კრიპტოვალუტებს პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად გამოიყენებენ”, – აცხადებს ჰოსკინსონი.

აქამდე Satoshi Capital Research-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც 2018 წელს კრიპტოვალუტების ტრანზაქციების მოცულობამ 3,3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 16,5-ჯერ აღემატება მაგალითად Western Union-ის ამავე მაჩვენებელს.

Comments
Loading...