EMA-მ კორონავირუსზე სხვადასხვა ვაქცინებით აცრის ნებართვა გასცა

5

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) გამოაქვეყნა დასკვნა დამატებითი, ე.წ. ბუსტერული ვაქცინების გამოყენების კანონიერების შესახებ, რომლებიც განსხვავდება იმ ვაქცინებისგან, რითიც პირი პირველად აიცრა. ინფორმაცია EMA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია იმაზე, რომ ადამიანებს სხვადასხვა ვაქცინებით აცრა შეუძლიათ.

“ვაქცინის ჰეტეროლოგიური კვლევის მონაცემები უშვებს, რომ ვირუსული ვექტორის ვაქცინების და mRNA ვაქცინების კომბინაცია COVID-19-ის (SARS-CoV-2) წინააღმდეგ კარგ ანტისხეულებს და T უჯრედების უფრო აქტიურ პასუხს წარმოქმნის, ვიდრე ერთი და იგივე პრეპარატით აცრა (ჰომოლოგიური ვაქცინაცია), იქნება ეს მთავარი კურსი, თუ ბუსტერული აცრა. ჰომოლოგიური რეჟიმები, ზოგადად, კარგად მოქმედებს”,- აღნიშნავს EMA.

EMA-მ და ECDC-მა ყველა ევროპელს მოუწოდეს, ვაქცინაციის სრული კურსი გამაძლიერებელი ვაქცინების გამოყენების უახლესი რეკომენდაციების შესაბამისად დაასრულონ.

Comments
Loading...