EMA: არსებობს შესაძლო კავშირი Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და თრომბების შორის, მაგრამ სარგებელი აჭარბებს საფრთხეს

6

ევროპის მედიკამენტების სააგენტო ამბობს, რომ არსებობს “შესაძლო კავშირი” Johnson & Johnson-ის წარმოებულ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და სისხლის თრომბების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის, თუმცა კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ აცრის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ მინიმალურ საფრთხეს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ამ შეფასების ფონზე, აშშ მიმდინარე კვირაში საკუთარ შემოწმებას ჩაატარებს, მას შემდეგ, რაც იქ სიფრთხილის გამო შეაჩერეს ეს, ერთი ინიექციისგან შემდგარი აცრა.

EMA-ის უსაფრთხოების კომიტეტი გამოდის გაფრთხილებით პრეპარატს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში დაემატოს თრომბის იშვიათი შემთხვევები.

“ეს ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა” – აცხადებს EMA-ს ხელმძღვანელი, ემერ კუკი ჟურნალისტებთან და დასძენს: “მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმებმა და პაციენტებმა იცოდნენ მისი სიმპტომები, რათა შეამჩნიონ პრობლემა”.

ევროკავშირმა J&J-ის ვაქცინა 3 მარტს დაამტკიცა გამოსაყენებლად, თუმცა იქ მისით ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. აშშ-ში ეს პრეპარატი 7 მილიონამდე შემთხვევაში გაკეთდა და თრომბის გამოწვევის ექვს შემთხვევაზე გახდა ცნობილი.

Comments
Loading...