EIB-ი ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის საქართველოს 250 მილიონ ევროს გამოუყოფს

443

"ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „იაიბიმ“ საქართველოში  საკრედიტო პორტფელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით გამოყოს 250 მილიონი ევროს რესურსი, ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით, არის პროგრამა "საინოვაციო დაფინასება" ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების სპეციალური პროგრამა და საქართველოს დამწყებ ბიზნესმენებს ექნებათ საშუალება, ამ პროგრამაშიც ჩაერთონ. უნდა ითქვას, რომ 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი საქართველოზე და მილიარდ ევროს მიაღწია", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...