EBRD ხელედულა ჰესის მშენებლობას 30 მილიონი დოლარით დააფინანსებს

474

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 87 მილიონი დოლარია.

EBRD ხელედულა ჰესის მშენებლობას 30 მილიონი დოლარით დააფინანსებს. EBRD განმარტავს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ნახშირბადის ინტენსივობის შემცირებას და ამასთან, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს ქვეყნის ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, ხოლო თურქეთთან ენერგო ვაჭრობას კი გააღრმავებს.

“ხელედულას” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე. ჰესის დადგმული სიმძლავრე 51 მგვტ.-ია.

Comments
Loading...