eBay-ის წმინდა მოგება 2020 წლის ბოლოს 3-ჯერ გაიზარდა

6

ონლაინ აუქციონის eBay-ის წმინდა მოგება 2020 წლის ბოლოს 3.1-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით და 5.667 მილიარდი დოლარი შეადგინა.

წელიწადში თითო აქციაზე მოგებამ 7,89 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა წელს ეს მაჩვენებელი 2,09 აშშ დოლარი იყო. საანგარიშო პერიოდისთვის კომპანიის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 10.271 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში eBay-ის წმინდა შემოსავალმა 845 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ერთ აქციაზე შემოსავალმა 1,23 აშშ დოლარი შეადგინა, წინა წელს კი იგივე მაჩვენებელი 0,69 აშშ დოლარი იყო.

აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 185 მილიონი იყო, რაც 7%-ით ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.

eBay Inc. არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას ონლაინ აუქციონისა და ონლაინ მაღაზიების სფეროებში. იგი დაარსდა 1995 წელს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ხოსეში, კალიფორნიაში.

Comments
Loading...