Dogecoin-ის ღირებულება 6 დღის განმავლობაში 40%-ით დაეცა

26

22 აპრილს Dogecoin-ის ფასი Binance-ის კრიპტო ბირჟაზე 0,27 დოლარამდე დაეცა. ბოლო დღის განმავლობაში, კრიპტოვალუტის ღირებულება 14%-ით დაეცა, ხოლო ბოლო ექვსი დღის განმავლობაში – 40%-ით. მონეტის ღირებულებამ მკვეთრად იკლო მას შემდეგ, რაც 16 აპრილს მან რეკორდულ მაჩვენებელს – 0.45 აშშ დოლარს მიაღწია.

აპრილში ამ ალტკოინის ფასი აქტიურად იზრდებოდა Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელის, მილიარდერ ილონ მასკის მხარდაჭერის ფონზე. მანამ, სანამ მონეტა თავისი ღირებულების მაქსიმუმს მიაღწევდა, 16 აპრილს ილონ მასკმა თავის Twitter-ზე დაპოსტა ჟოან მიროს ნახატი “ძაღლის ყეფა მთვარეზე” და თან დაწერა, რომ ეს ძაღლი Doge-ია, რომელიც მთავრეზე ჰყეფს. 1 აპრილს ილონ მასკმა თავის Twitter-ზე აგრეთვე დაპოსტა, რომ SpaceX-ი აპირებს, რომ Dogecoin-ები მთავრეზე წაიღოს. ამ პოსტიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, მონეტის კოტირებებმა 20%-ით აიწია.

Comments
Loading...