Deutsche Bank-ის სუფთა მოგება III კვარტალში 65%-ით დაეცა

75

გერმანულმა Deutsche Bank-მა, 2018 წლის III კვარტალში 229 მილიონი ევროს მოგება ნახა, რაც 65%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ამავდროულად, ბანკის მოგება, 2017 წლის III კვარტალთან შედარებით 9%-ით შემცირდა და 6,2 მილიარდი ევრო შეადგინა. 2018 წლის პირველი 9 თვის ამ მაჩვენებელმა 19,2 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სექტემბერში, გაზეთ Handelsblatt-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Deutsche Bank არამხოლოდ სიდიდით ქვეყნის მეორე ბანკ Commerzbank-თან გაერთიანებას კი არა, არამედ შვეიცარულ UBS-თან გაერთიანების საკითხსაც განიხილავს.

Comments
Loading...