CSR კვირეული 2017 გრძელდება

343

СSR კვირეულის ფარგლებში, 27 სექტემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ტიფლისში" (მის: მარჯანიშვილის მოედანი #29),  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით, კლუბის წევრი ბიზნესებისთვის ჩატარდება მასტერკლასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებასთან დაკავშირებით.

კონსულტანტი, რომელსაც ამ სფეროში სამწლიანი გამოცდილება აქვს და რომელმაც დაახლოებით 150 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაასაქმა საქართველოში, ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას და მისცემს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა დაასაქმონ მათ შშმ პირები, რა გამოწვევებია ამ სფეროში და როგორ შეუძლიათ კომპანიებს ამ პრობლების გადალახვა.

CSR კვირეულის ფარგლებში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით წელს 26-29 სექტემბერს გაიმართება, უკვე შედგა ლანჩი-დისკუსია ქალთა გაძლიერების საკითხებზე ბიზნეს სექტორში და ამასთან ერთად, ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:

წევრი ორგანიზაციების ერთობლივი აქტივობა სოციალურ ქსელში;

სემინარი მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციასა და ბიზნესის როლზე ამ პროცესში;

წევრების საერთო კრება მიმდინარე და სამომავლო აქტუალურ საკითხებზე.

Comments
Loading...