Credit Suisse-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ 10%-ზე ქვეყნის სიმდიდრის 82% მოდის

61

Global Wealth Report-ის (გლობალური კეთილდღეობის) ანგარიშის მიხედვით, რომელიც შვეიცარული ბანკის Credit Suisse მიერ არის ჩატარებული, რუსეთის მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ 10%-ზე მთელი ქვეყნის სიმდიდრის 82% მოდის.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სიმდიდრის კონცენტრაციამ აშშ-ის ანალოგიურ მაჩვენებელს გადაუსწრო, რომელიც ამ მაჩვენებელში ერთ-ერთი ლიდერია.

აშშ-ის მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ 10%-ზე მთელი ქვეყნის სიმდიდრის 76% მოდის. რუსეთმა აღნიშნულ მაჩვენებელში აგრეთვე გადაუსწრო ჩინეთს, სადაც მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ 10%-ზე მთელი ქვეყნის სიმდიდრის 62% მოდის.

Credit Suisse აღნიშნავს, რომ რუსეთში სიმდიდრის კონცენტრაციას ქვეყანაში არსებული მილიარდერების რაოდენობა იწვევს. ბანკმა რუსეთში სულ 74 მილიარდერი დათვალა. ამავდროულად, Forbes-მა ქვეყანაში, 2018 წლის მონაცემების მიხედვით, 106 მილიარდერი დათვალა.

Comments
Loading...