Cpower-ს და Dongfang Electric Corporation-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

253

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანია Cpower-ს და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჩინურ კორპორაცია Dongfang Electric Corporation შორის ხელი მოეწერა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ. ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის ხელშეკრულებას.

კონტრაქტის ჯამური მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო დაგეგმილი ინვესტიცია 250 მილიონ აშშ დოლარს უდრის. ძირითადი მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2020 წლის ბოლო კვარტალია. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 300 მგვტ. იქნება. ოპერირების პერიოდში თბოელეტქროსადგური სრულად მოიხმარს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირს.

"დღეს უმსხვილეს ჩინურ ელექტრომექანიკურ მწარმოებელთან Dongfang Electric Corporation გაფორმდა ე.წ. კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს გარდაბანში 300 მეგავატიან ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის მშენებლობას. პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში და სრულად იქნება დატვირთული საქართველოში მოპოვებული ნახშირით.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არსებულ პროექტს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის, ვინაიდან ნახშირი წარმოადგენს ერთადერთ არაგანახლებადი ენერგიის წყაროს საქართველოს ტერიტორიაზე და რატომ ნახშირი, რატომ დღეს, ალბათ ბევრი შეკითხვები ისმევა სწორედ იმ მიზეზების გამო, რომლებიც ახლა ჩამოვთვალეთ. ამვადროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტი ხორციელდება თანამედროვე საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად და ახლო აღმოსავლეთში ეს თითით საცვენებელი პროექტია", – აცხადებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ გელენიძე.

Comments
Loading...