Conde Nast ახალ ჟურნალს – Vogue Business გამოსცემს

41

გამომცემლობის სახლმა Conde Nast ახალი გამომცემლობის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელსაც Vogue Business ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაციას Vogue ავრცელებს.

ახალი გამოცემის მთავრი ოფისი ლონდონში განთავსდება, ხოლო პროექტს სათავეში Fashionista-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ლორენ იდვიკი ჩაუდგება.

Vogue Business მხოლოდ ელექტრონული ფორმატით იქნება, ხოლო მისი სამიზნე აუდიტორია მოდის ინდუსტრიის პროფესიონალები იქნებიან.

ახალი ჟურნალის კონტენტი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საბაზრო ტენდენციები, კულტურული მოძრაობა, ტენდენციები და ტექნოლოგიები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოდის ინდუსტრიაზე.

ახალ გამომცემლობაში მხოლოდ ახალი ამბები იქნება და იგი კვირაში ორჯერ გამოვა.

გამომცემლობა Conde Nast 1909 წელს დაარსდა და გამოცემს ისეთ ჟურნალებს, როგორიც არის Vogue, Tatler, GQ, GQ Style, AD Magazine, Glamour.

Comments
Loading...