Coinbase-ს ხელმძღვანელი: უახლოესი წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტების ბაზარზე დიდი ცვლილებები მოხდება

36

Morgan Stanley-ის ყოფილი თანამშრომელი, Coinbase-ს ხელმძღვანელი მარკუს ჰიუსი საუბრობს იმის შესახებ, თუ როდის დაიწყება კრიპტოვალუტების აქტიურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჰიუსი აღნიშნავს, რომ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებს არ მიაჩნიათ, რომ ბიტკოინი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით, მაგალითად, ბანკს Morgan Stanley მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტა კიდევ დიდხანს იქნება ჩვენთან.

ჰიუსი აქამდე Morgan Stanley-ში მუშაობდა. იგი აღნიშნავს, რომ ციფრულ ინდუსტრიას რეგულაცია აკლია, ამიტომაც გიგანტური ფინანსური კომპანიების იძულებულნი არიან გვერდით დარჩნენ.

“უახლოესი ერთი, ან ორი წლის განმავლობაში დიდი ცვლილებები მოხდება. რეგულაციების ფორმირება ამ წელს დაიწყება, განსაკუთრებით კი ევროპაში”, – აცხადებს ჰიუსი.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ კრიპტოვალუტები სპეკულაციების საზღვრებს გასცდეს. Coinbase-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ციფრული ფულის ნამდვილი ღირებულება ის არის, რომ მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში გახდეს შესაძლებელი.

Comments
Loading...