CNN: ჯო ბაიდენმა, როგორც პრეზიდენტმა, პირველი დიდი შეცდომა დაუშვა

6

პოლიტიკაში არსებობს ოქროს წესი: თუკი პრობლემები არ გინდა, არ შეაწუხო შტატის მაცხოვრებელი. ამის გამო ცოტა დამაბნეველია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა გასული კვირის ბოლოს ინტერვიუ მისცა დასავლეთ ვირჯინიის ადგილობრივ ტელევიზიას, რომელიც მიზნად ისახავდა ზეწოლას დასავლეთ ვირჯინიის სენატორ ჯო მანჩინზე, რათა მხარი დაეჭირა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის 1.9 ტრილიონ აშშ დოლარის მოცულობის სტიმულირების გეგმისთვის. ამის შესახებ სტატიას CNN-ი აქვეყნებს.

“დასავლეთ ვირჯინიაში შვიდიდან ერთი ოჯახი მშიერია, ექვსიდან ერთი ვერ იხდის ქირის გადასახადს და ყოველი მეოთხე მცირე ბიზნესი მუდმივად იხურება, ან უკვე დახურულია, ამიტომ ეს დიდი საკითხი დგას დასავლეთ ვირჯინიასა და ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ მე და პრეზიდენტი ვთავაზობთ ამერიკას სამაშველო გეგმას”, – აცხადებს ჰარისი.

“მე ვნახე ინტერვიუ და ვერ დავიჯერე. არავინ დამირეკა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ ორპარტიული გზა, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ეს არ არის ერთად მუშაობის გზა”, – განაცხადა მანჩინმა.

მანჩინის გაღიზიანების შეტყობის შემდეგ, თეთრმა სახლმა დასავლეთ ვირჯინიის დემოკრატს მიმართა, რათა სიტუაცია გაენეიტრალებინა, თუმცა ცნობილი არ არის, დამშვიდდა თუ არა მანჩინი.

“ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტს სენტარო მანჩინთან ბევრი კვირის განმავლობაში და განაგრძელებთ წინ სვლას”, – განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯენ ფსაკიმ. ფსაკიმ უარი თქვა იმის დადასტურებაზე, ჰარისის ინტერვიუ იყო თუ არა იმისთვის გაკეთებული, რომ მანჩინიზე ზეწოლა მოეხდინათ.

ამასთან, ეს მაინც უცნაური შეცდომაა, რომელიც შეიძლება ადმინისტრაციაში ახალბედამ დაუშვას. ბაიდენი და ჰარისი კი დიდი ხანია სენატში არიან და უნდა ესმოდეთ, თუ როგორ აღიქვამს ამ ნაბიჯს მანჩინი.

ასეთი მოწოდებები გაცილებით კარგად მუშაობს სატელეფონო საუბრის დროს, ან თეთრ სახლში შეხვედრის დროს. არცერთ სენატორს მოეწონებოდა, როცა ვიცე-პრეზიდენტი (შენივე პარტიის) თავისივე შტატის სატელევიზიო არხს აძლევს ინტერვიუს, რათა განაცხადოს, რომ საკანონმდებლო აქტი, რომელშიც დარწმუნებული არ არიან, სინამდვილეში კარგია შტატისთვის. არცერთს.

მანჩინი ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება სტიმულირების პაკეტს. მან CNN-თან განაცხადა, რომ აღელვებს თანხის ეს მოცულობა.

სენატორმა ბერნი სანდერსმა ვერმონტიდან, დემოკრატიული ფრაქციის დამოუკიდებელმა წევრმა, გამოთქვა ოპტიმისტური შეხედულება, რომ მისი მხარე თავისას მაინც გაიტანს.

“ჩვენ ყველას განსხვავებული აზრი გვექნება, ეს არის 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის კანონპროექტი, მე მაქვს უთანხმოება და შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს”, – თქვა მან ABC-სთან.

ამასთან, რესპუბლიკელმა სენატორების ჯგუფმა შესთავაზეს სტიმულირების თავიანთი გეგმა, რომლის ღირებულებაც 600 მილიარდი აშშ დოლარია და აპირებენ, რომ ეს პაკეტი ჯო ბაიდენთან განიხილონ.

თეორიულად, ამან შესაძლოა თეთრ სახლს შესთავაზოს გამოსავალი, თუკი მანჩინის იმედი არ აქვთ, რომელიც აუცილებლად მხარს დაუჭერს 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების სტიმულირების პაკეტს. თუმცა, სრულიად არ არის ნათელი, მზად არიან თუ არა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამარცხება აღიარონ.

რაც ნათელია არის ის, რომ თეთრმა სახლმა შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაწყვიტა, რომ ჰარისის ინტერვიუს მეშვეობით მანჩინზე ზეწოლა უნდა მოეხდინა. მსგავსი შეცდომა მხოლოდ თეთრ სახლში ახალმა მისულმა შეიძლება დაუშვას.

Comments
Loading...