CNN-მა სამი არავაქცინირებული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

4

ტელეკომპანია CNN-მა კონტრაქტი გააუქმა სამ თანამშრომელთან, რომლებიც ოფისში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის ჩატარების გარეშე მივიდნენ. ამის შესახებ ტელეარხის ჟურნალისტმა ოლივერ დარსიმ განაცხადა.

“გასულ კვირას გავიგეთ, რომ სამი თანამშრომელი მოვიდა ოფისში ვაქცინაციის გარეშე. სამივე გაათავისუფლეს. მინდა განვმარტო, რომ ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ჟურნალისტმა.

მანამდე კომპანიამ თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილა, რომ ოფისში მისვლამდე ყველას ვაქცინაცია ჩაეტარებინა.

გარდა ამისა, CNN-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თანამშრომლების ოფისში დაბრუნება ოქტომბრამდე გადაიდება.

Comments
Loading...