#CloudinTheClouds – “მაიქროსოფთ”-ი გვთავაზობს ქლაუდს

336

კომპანია „მაიქროსოფთ“-მა მედიის წარმომადგენლებს „ქლაუდი“ წარუდგენა. ღონისძიებაზე  „მაიქროსოფთ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ და საჯარო სექტორის მიმართულების მენეჯერმა ქეთევან თათოშვილმა „ქლაუდის“ უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმირებასა და  მის ღირებულებებზე, ციფრული პლატფორმის გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს, კერძოდ, თუ როგორ დაეხმარება „მაიქროსოფთ“-ი ბიზნესის სფეროებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც მიიღებენ ოპერაციების გაციფრულების გადაწყვეტლებას, რა სარგებელს მიიღებენ საბოლოოდ მომხმარებელები ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად და ასე შემდეგ. 

დასასრულს,  მედიასთან მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციაზე დისკუსია გაიმართა.

„მაიქროსოფთ“-ის პლატფორმის გამოყენება უსაფრთხოა და ბიზნეს სექტორებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. დღეს მთავარ აქცენტს ვაკეთებთ „ქლაუდ“ -სა და ხელოვნურ ინტელექტზე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მსოფლიოში, თავის მხრივ „მაიქროსოფთს“ ექნება უმთავარესი როლი ამ მიმართულებით. „ქლაუდი“ ანუ ღრუბლოვანი ტექნოლოგიები ნელ-ნელა შემოდის საქართველოს ბაზარზეც, დღეს უფრო აქტიურად იყენებენ ქართული კომპანიებიც და ხედავენ მის უპირატესობებს,“ – განმარტა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ. 

 „ქლაუდი“, ეს არის ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის და „მაიქროსოფთ”-ის  სტრატეგიისა და ზრდის „გული“. ციფრული ტრანსფორმაცია სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებს აძლევს ღირებულებების შექმნის საშუალებას. „Fortune 500“-ში შემავალ კომპანიებს 20 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ შეექმნათ მილიონობით დოლარის ღირებულება, დღეს კი, ციფრულ “სტარტაპებს“ ამისათვის 3-4, ხანდახან კი მხოლოდ 2 წელი სჭირდებათ. ამავდროულად, „გაციფრულება“-მ შესაძლოა, დიდი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას და ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ცხოვრების უსაფრთხოების დონის ამაღლებას.

"ქლაუდ"-მა გააჩინა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდეს ბიზნესისათვის. "ქლაუდ" მომსახურების დანერგვა მთელს მსოფლიოში წარმოუდგენლად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. თითქმის ყველა ბიზნეს ორგანიზაციაში "ქლაუდი" ცვლის ადამიანების მუშაობის სტილს, ადგილს და ადამიანების მიერ ბიზნესის წარმოების წესს. "ქლაუდი"-ს წარმოქმნით, თანამედროვე IT კომპანიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიზნესის სტრატეგიის დასახვაში. "ქლაუდი" არ არის არც "ერთი ზომა ერგება ყველას" და არც "ყველაფერი ან არაფერი" შეთავაზება. "Azure" გთავაზობთ ადვილად მორგებად "ქლაუდ"-ს, რომელიც არაჩვეულებრივია, როგორც GE Healthcare and NBC News მსგავსი, დიდი ზომის კომპანიებისთვის, ასევე "სტარტაპები"-სთვის.

"ვთანამშრომლობთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. "ქლაუდ"-ით დაინტერესებულ კომპანიათა საერთო მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება საქართველოშიც. ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში "ქლაუდ"-ზე 80-მდე კომპანიაა უკვე გადმოსული. უფროდაუფრო პოპულარული და აუცილებელი ხდება  ღრუბლოვანი  ტექნოლოგიის გამოყენება. დღეს ის  ასოცირებულია უსაფრთოხებასთან, კერძოდ, "ქლაუდი" არის მონაცემების დაცულობისა და უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხის გარანტი. ასევე, ამავე დროს მნიშვნელოვანია ხარჯების ოპტიმიზაცია, რასაც  სწორედ, "ქლაუდი"- ს გამოყენება იძლევა", – აღნიშნა ქეთევან თათოშვილმა.

Comments
Loading...