Clean Energy Group-ის დირექტორი ბიორნ ბრანდზეგი აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

449

Clean Energy Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზეგი აბრეშუმის გზის ფორუმს Balt and Road დაესწრება. ნორვეგიული Clean Energy Group თურქულ ENKA-სთან ერთად გეგმავს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას, რომელიც საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტიციას წარმოადგენს და უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ქვეყნის ენერგო სისტემის მდგრადობაში.

433 მეგავატი/1514 სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება. ინჟინერიის, შესყიდვებისა და მშენებლობის კონტრაქტის საფუძველზე მშენებლობას დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე, წამყვანი თურქული კომპანია მშენებლობის სფეროში ENKA განახორციელებს. ENKA ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ 500 მილიონი დოლარის ღირებულების BP-ის გაზსადენს აშენებს.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების კუთხით. კასკადი დაახლოებით 15%-ით გაზრდის ქვეყნაში ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტის შედეგად გაიზრდება ელექტრომომარაგების სისტემის სტაბილურობა და უზრუნველყოფილი იქნება უფრო სტაბილური ელექტრომომარაგება საქართველოს მასშტაბით. ჰესების კასკადის მშენებლობის ეტაპზე სამიათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას მიენიჭება. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებების შესრულებას, ნამახვანიჰესის პროექტი შეამცირებს  CO2-ის გამოყოფას წელიწადში დაახლოებით 750,000 ტონით.

ბიორნ ბრანდზეგი მონაწილეობას ენერგო პანელში მიიღებს. ფორუმს ასევე დაესწრება კომპანია ENKA-ს აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო პროექტების მიმართულებით ფატიჰ გუვენი.

Comments
Loading...