Citgo-მ ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-სთან კავშირი გაწყვიტა

41

კომპანიამ Citgo, რომელიც ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ს შვილობილი კომპანიაა ამერიკაში, ფორმალურად გაწყვიტა კავშირი მის სტრუქტურასთან. ამ გადაწყვეტილების ბოლო ვადა 26 თებერვლის თარიღით ჩაინიშნა.

PDVSA-სთან კავშირის გაწყვეტას თავად შეერთებული შტატები მოითხოვდა, რომელმაც სანქციები დააწესა ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ამგვარად Citgo ცდილობს, თავი აარიდოს შეერთებული შტატების სანქციებს.

Citgo-მ გადასახადის გახადა შეუწყვიტა PDVSA-ს, გააუქმა მასთან ერთობლივი კორპორატიული სერვისები, მიმოწერა ელექტრონულ ფოსტაზე და მინიმუმამდე დაიყვანა PDVSA-ს მოხსენიება იმ მასალებში, რომლებიც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის განთავსებული.

აქამდე Citgo-მ დირექტორთა ახალი საბჭო აამუშავა, რომელიც ვენესუელის ოპოზიციამ დანიშნა. მასში შევიდა 6 ადამიანი, მათ შორის PDVSA-ს ყოფილი ორი ტოპ-მენეჯერი. აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა ამერიკელი რიკ ესერი, რომელიც Citgo-ში 1997 წლიდან მუშაობს. იგი კომპანიის ოპერატიულ კონტროლს აღასრულებს.

აშშ-ის მიერ PDVSA-ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 29 იანვრიდან მოყოლებული მოქმედებს. მათი გაუქმების პირობად აშშ-მა ვენესუელაში უფლებამოსილების ხუან გუაიდოსთვის გადაცემა დაასახელა. აშშ-მა აგრეთვე დაბლოკა კომპანიის აქციები, რომელიც 7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments
Loading...