CBC Georgia – აქციე შენი იდეა რეალობად!

403

29 მაისს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის,  218-ე აუდიტორიაში, CBC Georgia თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კრეატიული სტარტაპების საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გაიმართა. 

შეხვედრას დაესწრო და აღნიშნული ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა 2016 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებლი გუნდის ლიდერმა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა შალვა მძინარაშვილი, რომელიც ასევე სტარტაპ საქართველოს პრიზიორია.

კრეატიული სტარტაპების საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატი მიმდინარე წლის 11 – 12 ივნისს, CBC Georgia ორგანიზებით ჩატარდება. აღნიშნულ ჩემპიონატზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა ბოლო ვადა – ორშაბათი, 5 ივნისი, დილის 11 საათი.

წარმოდგენილ პროექტებს საქართველოს თანამედროვე ბიზნესის სხვადასხვა სფეროს ლიდერებით, წამყვანი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური განიხილავს.

ჩემპიონატის პირველი ტური 11-12 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 15 ივნისს.

გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად პრემიას, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი დანიაში, საერთაშორისო ჩემპიონატზე, სრული დაფინანსებით გაემგზავრება.

Comments
Loading...