Cadillac-ი თავის პირველ ელექტრომანქანას 2021 წლისთვის გამოუშვებს

102

კომპანიამ Cadillac თავისი პირველი ელექტრომანქანის ფოტო გამოაქვეყნა. იგი დიდი ქროსოვერი იქნება სამი სავარძლით. მოდელმა შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს Tesla Model X-სა და Audi e-tron-ს.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Cadillac-ის ელექტრომანქანა BEV-ის ახალი თაობის არქიტექტურის საფუძველზე აეწყობოდა, რომელიც შემუშავებულია ისეთი ავტომობილებისთვის, რომელთა ყველა აგრეგატი ენერგიაზე მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის ახალი მოდელი 2021 წელს გამოვა.

არ არის გამორიცხული, რომ Cadillac-ის ელექტრომანქანას მეოთხე დონის ავტოპილოტი ჰქონდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში სისტემას ელექტრომანქანის სრულად თავისით მართვა შეეძლება, ხოლო მძღოლს მართვის რეჟიმზე გადართვა ნებისმიერ მომენტში შეეძლება.

Comments
Loading...