Business Insider-მა “ადმირალი კუზნეცოვი” მსოფლიოს ყველაზე ცუდი ავიამზიდების რეიტინგში შეიყვანა

212

რუსული ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი", გამოცემა Business Insider-ის მსოფლიოს ყველაზე ცუდი ავიამზიდების რეიტინგში შევიდა. ხომალდმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე კი ჩინური "ლიაონინი", რომელიც საბჭოთა ავიამზიდ "ვარიაგის" მოდერნიზებული ვარიანტია.

2018 წლის აპრილში, ჩინეთში "ლიაონინი" დეფექტის მქონედ აღარეს და ხომალდის ჩამოწერაც შესაძლებლად დაუშვეს. აქამდე, გამოცემამ The National Interest, "ადმირალი კუზნეცოვი" მსოფლიოს ყველაზე ცუდ ავიამზიდად დაასახელა.

Business Insider-ის რეიტინგის მესამე ადგილი კი ტაილანდურმა Chakri Naruebet დაიკავა, რომელიც 1997 წელს გამოვიდა და ბოლო 20 წლის განმავლობაში ძირითადი დრო პორტში დაჰყო. მას მოსდევს აშშ-ის უნივერსალური სადესანტო ხომალდი Wasp, რომელსაც გამანადგურებელ F-35-ისა და Osprey-ის გადაყვანა შეუძლია. მასთან, რეიტინგის ტექსტში მითითებულია, რომ ხომალდების ეს ტიპი თითქმის საერთოდ არ გამოიყენებოდა აშშ-ის სამხედროების მიერ 2004-2011 წლების შუალედში.

მეხუთე და მეექვსე ადგილი კი, Canberra-ს ტიპის ავსტრალიურ ავიამზიდებს ერგოთ, რომლებიც 2014 და 2015 წლებში გამოვიდა. 2017 წლიდან მოყოლებული, ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათი შეკეთება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბოლო ადგილი კი ყველაზე ძვირმა ამერიკულმა ავიამზიდმა USS Gerald R. Ford-მა (961 აშშ დოლარი) დაიკავა, რომელსაც 2017 წელს, თვითმფრინავების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

Comments
Loading...