Burberry-ს პროდუქცია Instagram-ზეც გაიყიდება

58

Burberry-ის ახალი კოლექციის ნაწილი, რაც ახალმა კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ მოამზადა, Instagram-ზე გაიყიდება. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება ბრიტანული კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კოლექცია აგრეთვე გაიყიდება WeChat-ის მეშვეობით და ლონდონში არსებულ Burberry-ის ფლაგმან მაღაზიაში. ეს პირველი შემთხვევაა, რომლის დროსაც ბრენდი გაყიდვებისთვის სოციალურ ქსელებს გამოიყენებს. ტიში Burberry-ის ახალ კოლექციას ორშაბათს, 17 სექტემბერს ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგენს.

გასულ კვირას, Burberry-მა განაცხადა, რომ აღარ გაანადგურებს გაუყიდველ პროდუქციას. ივლისში კომპანიამ აღიარა, რომ წლიურად 32 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ნივთებსა და პარფიუმერიას ანადგურებდა. აღნიშნულმა განაცხადმა ეკოლოგების მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. გარდა ამისა, Burberry უარს იტყვის ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე და აპირებს, რომ გაყიდვებში ჩაშვებული საქონელიდან ამოიღოს ის ნაწილი, რომელშიც ბეწვი ურევია.

Comments
Loading...