Brexit-ის საკითხზე ევროკავშირის საგანგებო სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება

52

Brexit-ის საკითხზე ევროკავშირის საგანგებო სამიტი ბრიუსელში 25 ნოემბერს გაიმართება. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ამავდროულად, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ Brexit-ის საკითხზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის “ენთუზიაზმს არ იზიარებს”.

“თავიდანვე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ჩვენი მოლაპარაკებები მხოლოდ ზიანს გვაყენებს”, – აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

“რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჩემთვის, ბრიტანელი მეგობრები გვტოვებენ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დამშვიდობება უმტკივნეულო იყოს როგორც ჩვენთვის, ისე თქვენთვის,” – დასძენს ტუსკი.

ევროკომისია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. Brexit-ის საკითხზე შეთანხმების რატიფიცირებამდე, ის ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და ევროპარლამენტს წარუდგინოს. გარდა ამისა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა, 51.9%-მა ბრიტანელმა Brexit-ს მხარი დაუჭირა, ხოლო 48.1%-მა ევროკავშირის წევრობის შენარჩუნებას.

Comments
Loading...