Brexit-ის საკითხებში მინისტრმა თანამდებობა დატოვა

31

Brexit-ის საკითხებში მინისტრმა დომინიკ რააბმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან განმარტა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ისაა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე გეგმას არ ეთანხმება. ამის შესახებ მინისტრმა მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

“არ შემიძლია ევროკავშირს ჩვენი გარიგების პირობებში მხარი დავუჭირო”,- განაცხადა რააბმა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის პატივს სცემს Brexit-ის საკითხზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილებებს.

ბრიტანეთის პრემიერის სახელზე დაწერილ წერილში რააბი განმარტავს, რომ მისი გადადგომა ჩრდილოეთ ირლანდიის საჭიროების დაკმაყოფილებას უკავშირდება.

“ჩრდილოეთ ირლანდიის მიერ შემოთავაზებული მარეგულირებელი რეჟიმი დიდ საფრთხეს უქმნის დიდი ბრიტანეთის მთლიანობას”, – განაცხადა რააბმა.

მისი განმარტებით, არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ასეთ პირობებს არ დაეთანხმება.

Brexit-ის საკითხზე გეგმის თანახმად, რომელიც დღეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ გამოქვეყნდა, ქვეყანა საბაჟო კავშირს ტოვებს  და დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკის გატარებას შეძლებს.

Comments
Loading...