Brexit-ის საკითხებში მინისტრად სტივენ ბარკლი დაინიშნა

32

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის (Brexit) ახალ მინისტრად სტივენ ბარკლი დაინიშნა, რომელიც აქამდე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის უმცროსი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის პრესსამსახური ავრცელებს.

ბარკლი მუშაობას დაიწყებს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომზადებასთან დაკავშირებით, ხოლო პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, ევროკავშირთან Brexit-თან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმების განხორციელების ბოლო ათ დღეს პირადად გააკონტროლებს.

ბარკლის წინამორბედმა დომინიკ რააბმა თანამდებობა 15 ნოემბერს დატოვა. პოსტის დატოვება კი მან იმით ახსნა, რომ არ ეთანხმება ლონდონის გეგმას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.

Brexit-ის გეგმა, რომელიც ტერეზა მეის მონაწილეობით შემუშავდა, გულისხმობს, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირის საბაჟო კავშირს და დამოუკიდებელ სავაჭრო პოლიტიკას შეიმუშავებს.

aმავდროულად, დიდი ბრიტანეთი ვალდებული იქნება, გაითვალისწინოს რეგულაციების პირობები, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის დადგენილი – სწორედ ამან გამოიწვია ძალიან ბევრი ბრიტანელის უკმაყოფილება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ლონდონი ზედმეტად მეტ კომპრომისზე წავიდა.

ახალი მინისტრი Brexit-ის საკითხებში 46 წლის არის. 2016 წლის რეფერენდუმზე მან მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას. პოლიტიკაში მოსვლამდე იგი ფინანსურ სექტორში მუშაობდა, კერძოდ ბანკში Barclays, სადაც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

Comments
Loading...