Brexit-ის საკითხებში გეგმის გამო, ბრიტანეთში კიდევ ერთი მინისტრი გადადგა

50

ბრიტანეთში შრომისა და საპენსიო საკითხებში მინისტრი, ესთერ მაქვეი გადადგა, რადგან იგი Brexit-ის საკითხზე გეგმის დებულებებს არ ეთანხმება. ამის შესახებ მან მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა.

მინისტრის განმარტებით, Brexit- ის გარიგება ვერ შედგა და მისი განხორციელების წინადადებებს “მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგმობენ”.

მან აღნიშნა, რომ მალე გაერთიანებული სამეფო მთავრობის გეგმის თანახმად, “ევროკავშირს 39 მილიარდ ევროს მიაწვდის, მაგრამ საპასუხოდ ვერაფერს მიიღებს”.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის მონაწილეობით მომზადებული Brexit-ის გეგმა, ხელს უშლის არა მხოლოდ ამჟამინდელ, არამედ მომავალ მთავრობას ნამდვილი, თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკის გატარებაში.

შეგახსენებთ, დღეს Brexit-ის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დომინიკ რააბმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან განმარტა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ისაა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე გეგმას არ ეთანხმება.

Comments
Loading...