Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, ერთი დღის განმავლობაში 5 აშშ დოლარზე მეტით დაეცა

33

ლონდონის ბირჟებზე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, ერთი დღის განმავლობაში 5 აშშ დოლარზე მეტით დაეცა და ბარელზე 64,64 აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისი მონაცემები ICE-ის სავაჭრო ბირჟაზე ფიქსირდება. ბოლოს, მსგავსი ფასი 2018 წლის მარტში დაფიქსირდა.

ნავთობის ფასი უკვე მეექვსე კვირაა, რაც განუწყვეტლივ ეცემა, ხოლო 13 ნოემბერს დაცემამ 7% შეადგინა.

აგრეთვე გაიაფებულია WTI-ის მარკის ნავთობი. ბოლო ვაჭრობა ბარელზე 60 აშშ დოლარით დასრულდა, თუმცა შემდეგ ღირებულებამ კვლავ აიწია.

ნავთობის ფასის დაცემა მას მერე დაიწყო, რაც ოპეკის ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციამ ნავთობის მოპოვების პროგნოზი 2018 და 2019 წლისთვის მაღლა ასწია და ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით მისი კონსტანტირება მოახდინა.

Comments
Loading...