Boeing-მა თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა

3

ამერიკულმა ავიაკომპანია Boeing-მა კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

კომპანიის თანამშრომლებს ვაქცინაციის სრული კურსის დასრულება 8 დეკემბრამდე მოუწევთ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია მოხდება ამერიკის ტერიტორიაზე სრულად. მიუხედავად ტექსასის შტატის გუბერნატორის გრეგ ებოტის განკარგულებისა, რომ ორგანიზაციებსა და კომპანიებს არ აქვთ უფლება შტატების ტერიტორიაზე მოთხოვონ თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაცია, Boeing-ის გადაწყვეტილება იქ დასაქმებულებსაც ეხებათ.

9 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება ქვეყნის ფედერალურ სამსახურებში დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.

Comments
Loading...