Blue Origin-ი სუბორბიტული ფრენისთვის ბილეთების გაყიდვას დღეს დაიწყებს

7

კოსმოსური კომპანია Blue Origin, რომელიც მეწარმე ჯეფ ბეზოს ეკუთვნის, დღეს სუბორბიტულ ხომალდ New Shepard-ზე ბილეთების გაყიდვას დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი იქნება ინფორმაცია ბილეთების გაყიდვის შესახებ, ფრენის დროის შესახებ, მოგზაურობის ღირებულების შესახებ და კიდევ მრავალი სხვა დეტალი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა.

New Shepard-ს ბორტზე ექვსი მგზავრის, ან ტვირთვის დატევა შეუძლია. მას შემდეგ, რაც ხომალდი კოსმოსის საზღვარს მიუახლოვდება, მგაზვრებს შეეძლებათ უსაფრთხოების ქამრების მოხსნა და რამდენიმე წუთის გატარება უწონადობაში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თანხა, რომლის გადახდაც მოუწევთ მგზავრებს, ეს იქნება 200-250 ათასი აშშ დოლარი.

Blue Origin ერთ-ერთია იმ ფირმებიდან, რომლებიც კოსმოსში რეგულარული ტურისტული ფრენების განხორციელებას აპირებენ. მსგავსი გეგმები აგრეთვე აქვთ Virgin Galactic-სა და SpaceX-ს.

Comments
Loading...