Bloomebrg: კორონავირუსის ვაქცინების ძირითადი მიმღებები მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები არიან

6

უმდიდრესი ქვეყნები COVID-19 ვაქცინების ძირითადი მიმღებები არიან. ეს არის 27 ქვეყანა, რაც დედამიწის მოსახლეობის 11%-ს შეადგენს. მათ მიიღეს წარმოებული ვაქცინების 40%, ხოლო უღარიბესი ქვეყნების 11%-მა მიიღო ამ ვაქცინების მხოლოდ 1,6%. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მისი შეფასებით, ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში COVID-19 ვაქცინაციის მაჩვენებლები 25-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. სააგენტომ გააანალიზა 154 ქვეყანაში მიღებული 726 მილიონი დოზა ვაქცინების განაწილება.

ბლუმბერგის გათვლებით, შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოში წარმოებული ვაქცინების 24% მიიღო. ამავე დროს, მსოფლიოს მოსახლეობის 4.3% ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. მაგალითად, პაკისტანში დედამიწის მოსახლეობის 2,7% ცხოვრობს, მაგრამ ამ სახელმწიფოს წილი გლობალურ ვაქცინაციაში მხოლოდ 0,1%-ს შეადგენს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ვაქცინების ეს განაწილება შედეგია იმ ფაქტისა, რომ უმდიდრესმა ქვეყნებმა წინასწარ იყიდეს მილიარდობით წარმოებული და დაგეგმილი წამლის დოზა, ძირითადად, მათი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ბლუმბერგის თქმით, მსოფლიოს თითქმის ნახევარ ქვეყნებში, მათი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული COVID-19-ის საწინააღმდეგოდ და შეერთებული შტატები აპირებს ვაქცინაციის 75%-იან ნიშნულს მიაღწიოს მომდევნო სამი თვის განმავლობაში. სააგენტომ აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით ვაქცინების არაპროპორციული განაწილების კონტრასტი ალბათ უფრო თვალშისაცემია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 40-ზე მეტ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს ვაქცინაციის მონაცემები, იქ ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 8%.

Comments
Loading...