როგორც Bloomberg-ი წერს, 2018 წელს, პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის დანაკარგის საერთო რაოდენობამ 511 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მათი კაპიტალიზაციის საერთო რაოდენობა კი 4,7 ტრილიონ აშშ დოლარამდე დავიდა.
როგორც გამოცემა წერს, ეს გამოწვეულია საფონდო ბირჟების არასტაბილურობით.
Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 168 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლისა დასაწყისთან შედარებით 69 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა მან შემდეგ კვლავ დაკარგა 53 მილიარდი აშშ დოლარი.
ყველაზე ცუდად საქმე კი Faceboоk-ის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს აქვს, წელიწადის განმავლობაში მისი ქონება 23 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.