Bloomberg: 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო ვალი 1,36 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

54

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა, მიმდინარე წელს, შესაძლოა, 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა ვერ ეწევა იმ ნახტომებს, რომლებიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, თეთრ სახლში მისი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო ვალი, 2018 წლიდან მოყოლებული 1,36 ტრილიონი აშშ დოლარით, ანუ 6,6%-ით გაიზარდა. ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,9 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც გამოცემა წერს, იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა, პროცენტული მაჩვენებლით ეს, 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოდენობა იქნება, რაც მას მერე შეერთებული შტატების სახელმწიფოს ჰქონია.

პროგნოზების თანახმად, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისთვის მაჩვენებელი 4,4 ტრილიონი აშშ დოლარი გახდება.

Comments
Loading...