Bloomberg: შვეიცარიელი ფერმერები პატარა ზომის ძროხების ჯიშის გამოყვანის შესახებ ფიქრობენ

78

შვეიცარიაში, პატარა გაერთიანება New Swiss Cow, რომელთანაც კონსულტაციებს ასობით ადგილობრივი რძის ფერმა გადის, აპირებს დაარღვიოს ტენდენცია მსხვილი ძროხების შესახებ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ამ ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 50 წლის განმავლობაში, შვეიცარიაში ცდილობდნენ ძროხის 800-კლოგრამიანი ჯიში გამოეყვანათ, ვინაიდან მიიჩნევა, რომ მსხვილი ძროხები უფრო მეტ რძეს იწველებიან. შვეიცარიის 537 ათასი ძროხიდან თითქმის ნახევარი ორი ჯიშის ნაჯვარს წარმოადგენს – სიმენტალური და ამერიკული წითელი ჰოლშტაინი, წერს Bloomberg-ი. მწარმოებელთა ასოციაციის Swiss Milk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შეჯვარების წყალობით, შესაძლებელი გახდა, დაახლოებით ორჯერ გაზრდილიყო იმ რძის მოცულობა, რასაც ერთი ძროხა საშუალოდ იწველება, ანუ დაახლოებით 7400 ლიტრი რძე.

თუმცა, New Swiss Cow-ს მიაჩნია, რომ არასწორია მიდგომა, თითქოს ასეთი საქონელი ეკონომიკურად ეფექტიანია. მას უფრო დიდი ადგილი სჭირდება სადგომზე, უფრო მეტი საკვები და წყალი, აგრეთვე უფრო ხშირად ესაჭიროება ვეტერინალური დახმარება. საქონელი, რომელიც 500-დან 600 კილოგრამამდე იწონის, წელიწადში 6-7 ათას ლიტრ რძეზე მეტს იწველება.

ეკონომიკის გარდა კი არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მიაჩნიათ, რომ უფრო მცირე ზომის საქონლის ჯიშების გამოყვანა შესაძლოა ეკონომიკურად უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს.

შედარებით პატარა ზომის ძროხებისთვის უფრო იოლია მთაში, მაღლა მდებარე მინდორზე ასვლა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის მესამედი მინდვრებითაა დაფარული, ფერმერები მაინც ყიდულობენ კონცენტრირებულ საკვებს, რათა მალევე მიაღწიონ მაღალ მაჩვენებლებს.

Comments
Loading...