Bloomberg: კორონავირუსის პანდემიის დროს სინგაპური ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

2

Bloomberg-ის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიისას ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში სინგაპურმა (79,7 ქულა) ახალ ზელანდიას (79,6 ქულა) გადაასწრო,.

სინგაპური იმის გამო დაწინაურდა, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს და კორონავირუსის გავრცელებას ეფექტიანად ებრძვის.

2020 წლის ნოემბერში შედგენილ რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებდა, მაგრამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ამ სახელმწიფომ ლიდერობა სინგაპურს დაუთმო, რომლის მოსახლეობის თითქმის 20% უკვე ვაქცინირებულია.

რეინტინგში ქვეყნის კონკრეტული პოზიციის დაანგარიშების ძირითად ინდიკატორებს შორისაა ინფიცირების საერთო რაოდენობის, სიკვდილიანობის მაჩვენებლის, გამოკვლეულ ადამიანთა რაოდენობისა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია.

რეიტინგში სულ 53 ქვეყანაა შეყვანილი. პირველ ხუთეულში კი, სინგაპურისა და ახალი ზელანდიის გარდა, არიან ავსტრალია (76,2 ქულა), ისრაელი (74,9 ქულა) და ტაივანი (74,7 ქულა). ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი ფინეთს აქვს (68,9 ქულა), რომელიც მეცხრე ადგილს იკავებს.

Comments
Loading...