Björk-ის მეორე კონცერტი თბილისში დღეს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

307

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფიგურა კლასიკურ სცენაზეც, 31 ოქტომბერს ჩატარებული კონცერტის იდენტური პროგრამით წარსდგება.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ბიორკი ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს "Vulnicura"-ს წარუდგენს. "Vulnicura" თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე "პერსონალური" და "გულწრფელი" ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამოდენიმე საკვანძო სიმღერასაც, მისი მუსიკალური წარსულიდან. ორივე კონცერტის ფარგლებში შესრულდება ახალი სიმღერებიც.

Comments
Loading...