Bjork-ის კონცერტების ხმის ინჟინერი ქართველ სტუდენტებსა და ადგილობრივ კოლეგებს შეხვდა

257

SOU festival-ის მხარდაჭერით, ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის,  Bjork- ის კონცერტების ხმის ინჟინერი,  ემანუელ გუდვინი დღეს ქართველ სტუდენტებს და ადგილობრივ კოლეგებს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შეხვდა.

მუსიკის ტექნოლოგიეების ფაკულტეტის სტუდიაში შეკრებილ მსმენელებს, გუდვინმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟმში ჩაიარა. ემანუელ გუდვინმა ისაუბრა მისი და ბიორკის თანამშრომლობის შესახებ, ლეგენდარულ მუსიკოსთან მუშაობის სპეციფიკაზე, ახალ საკონცერტო ტურსა და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან მიღებულ  გამოცდილებაზეც. ემანუელ გუდვინი საქართველოში,  ბიორკის  კონცერტებზე მოქმედი საუნდ ინჟინერია.

მსმენელმა ლეგენდარულ მუსიკოსის კონცერტი,  31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ემანუელ გუდვინის გახმოვანებით მოისმინა.

ბიორკი, ევევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის სიმებიან შემადგენლობასთან ერთად მეორე კონცერტს, SOU festival ის ფარგლებში ხვალ საღამოს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს.

Comments
Loading...