BioNTech-ის აქციების ფასი გაიზარდა

7

კორონავირუსის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის მწარმოებლის, BioNTech–ის ერთი აქციის ფასმა 300 ევროს გადააჭარბა. ეს არის მაქსიმუმი საწარმოს ისტორიაში.

ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე, 4 აგვისტოს, BioNTech-ის აქციის ფასი 306 ევრომდე გაიზარდა.

მანამდე The New York Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ამერიკული წამლის მარეგულირებელი FDA-ი BioNTech/Pfizer–ის ვაქცინას სრულ რეგისტრაციას სექტემბერში მიანიჭებს.

Comments
Loading...