BACSA-ს რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

403

ქალაქ შეკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციაზე საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. კონფერენციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ყურადღება მეაბრეშუმეობის დარგის განვითრებისთვის საქართველოში არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე გამახვილდა. მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში, აბრეშუმის ხელთნაკეთი ნაწარმის გამოფენა მოეწყო. მონაწილეებმა ქალაქ შეკის მეაბრეშუმეობის აბრეშუმის პარკსახვევი ფაბრიკა დაათავლიერეს, რომელშიც ძველ დაზგა-დანადგარებთან, საქსოვ, სამღებრო და საჩითავ მოწყობილობებთან ერთად თანამედროვე ძაფსახვევი მანქანებია განთავსებული.

კონფერენციაში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა, მათ შორის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩინეთის, კუბის და სხვა ქვეყნების მეაბრეშუმეები.

Comments
Loading...