ASB-სა და სამთავრობო უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

286

"ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით" პროექტის ფარგლებში სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა სენდაის ჩარჩო – ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზამკვლევის შემუშავების მიზნით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებმა და სამთავრობო უწყებებმა: კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სერვისების სააგენტომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიამ.

"ღონისძიების მიზანი  გახლავთ სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების გზამკვლევის იმპლემენტაციის სამუშაო შეხვედრა, რაც გულისხმობს რეალურად ინკლუზიური კომპონენტის გაძლიერებას კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებში", – აცხადებს თეონა ჯულუხაძე კატასტროფის რისკის შემცირების კოორდინატორი.

პროგრამის მთავარი მიზანია კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური თანამონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

"2017 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ მიიღო კატასტროფის რისკის შემციების ეროვნული სტრატეგია, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გაწერრილია შშმ პირების როლის გაზრდა კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკაში. სენდაის სამოქმედო ჩარჩო პროგრამის ხელშეკრულების იმპლემენტაცია გზამკვლევის შემუშავების საბოლოო ეტაპი  შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სამომავლოდ კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკაში მოხდეს ინკლუზიური მიდგომის კომპონენტის გაძლიერება", – აღნიშნავს რუსუდან კახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელი.

პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური თანამონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

"ეს ძალიან მნიშევნელოვანი დოკუმენტია თუნდაც ზოგად დონეზე იმიტომ, რომ გავეცანი საქართველოს მთავრობის დადგენილებას სხვადასხვა საფრთხეების შესახებ არსებულ 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმას. ძალიან ბევრი კატასტროფის საფრთხე არსებობს საქართველოში და ეს საფრთხეები მათ შორის შშმ პირებისთვისაც დგას", – აღნიშნავს ესმა გუმბერიძე, შშმ ქალთა საინიციატივო ჯფუგი პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თანადამფუძნებელი.

Comments
Loading...