ASB და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაციას ჩაატარებს

436

კამპანიის "ჩვენ მზად ვართ" ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“  ა/წ 15 ივნისს 12:00 საათზე არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრში „აისი“ (ავჭალა, მანაგაძის ქ. #21) მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაციას ატარებს. ცენტრს ჰყავს 60 ბენეფიციარი, რომელთა შორის არიან ბავშვები და მოზარდები შეზღუდული შესაძლებლობით და 20 თანამშრომელი. 

სიმულაციიის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის  ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით".

პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის ECHO–ს პროგრამა (DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას. 

Comments
Loading...