Armani-ის გაყიდვები 34%-ით გაიზარდა

6

2021 წლის პირველ ნახევარში იტალიური ტანსაცმლის ბრენდის, Giorgio Armani-ის გაყიდვები 34%-ით გაიზარდა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯო არმანიმ, განაცხადა, რომ ბრენდის მიზანი 2022 წლისათვის პრეპანდემიურ დონესთან დაბრუნება იქნება.

კომპანიის განცხადებით, გაყიდვები 2020 წლის პირველ ნახევარში 25%-ით შემცირდა. შესაბამისად, პირდაპირი შემოსავლის რაოდენობამ 1.6 მილიარდი ევროთი დაიკლო. ეს კი პანდემიის გამო დახურული მაღაზიებისა და შეჩერებული საერთაშორისო ტურიზმის გავლენით მოხდა.

გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 90 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა საოპერაციო ზარალის ოდენობა 29 მილიონი ევრო იყო.

Comments
Loading...