Apple უპილოტო ელექტრომობილს 2025 წელს გამოუშვებს

5

Apple სრულად თვითმართვად ელექტრო ავტომობილს  2025 წელს გამოუშვებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება.

გამოცემის ცნობით, ავტომობილის შექმნაზე Apple Watch-ის პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი ინჟინრები იმუშავებენ.

კომპანიის მიზანია შექმნას ელექტრომობილი, რომელსაც საჭე და პედალები არ ექნება. პარალელურად განიხილება მანქანის ცენტრში დიდი სენსორული ეკრანის განთავსების შესაძლებლობა. მანქანა მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული Apple-ის სხვა პროდუქტებთან.

Apple-ის ექსპერტთა ჯგუფმა უკვე შეიმუშავა ჩიპი მანქანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ავტონომიური მართვის ფუნქციებზე. კომპანია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომავალი მანქანის უსაფრთხოებას, რისთვისაც მრავალი დონის სარეზერვო სისტემას ავითარებს.

Comments
Loading...