Apple-მა უსადენო დამტენ მოწყობილობაზე მუშაობa შეაჩერა

43

კომპანიამ Apple გადაწყვიტა, უარი თქვას უსადენო დამტენი მოწყობილობა AirPower-ის გამოშვებაზე. ამის შესახებ კომპანიის ტექნიკის დიზაინის უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა დენ რიჩიომ განაცხადა.

მისი თქმით, მათ პროდუქტის სრულყოფილებამდე მიყვანა ვერ შეძლეს.

“დიდი ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ AirPower ვერ დააკმაყოფილებს ჩვენს მაღალ სტანდარტებს და ამიტომ, შევაჩერეთ პროექტი”, – განაცხადა მან.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ პროექტის რეალიზაცია გადაიფიქრა, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Apple კვლავ დაინტერესებულია უსადენო მოწყობილობების განვითარების კუთხით.

Apple-მა AirPower-ის გამოშვება 2018 წლის სექტემბერში დააანონსა, iPhone X და iPhone 8-ის პრეზენტაციაზე. ეს სმარტფონები პირველია, რომლებსაც უსადენო დამტენი მოწყობილობის მხარდაჭერა აქვს.

მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ AirPower-ს გაყიდვაში 2018 წელს ჩაუშვებდნენ და მას სამი მოწყობილობის დატენვა შეეძლებოდა – iPhone, Apple Watch და AirPods.

Comments
Loading...