Apple-მა სტარტაპი Asaii 100 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებად შეისყიდა

58

კომპანიამ Apple სტარტაპი Asaii შეისყიდა, რომელიც მომხმარებლების მუსიკალური პრიორიტეტების ანალიზს ახორციელებს. ამის შესახებ CNBS იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple-მა ახალ შენაძენში 100 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები გადაიხადა. Apple-ს აღნიშნული შენაძენის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

Asaii 2016 წელს შეიქმნა. იგი მუსიკალური თრექების ანალიზს ახორციელებს. სერვისის ალგორითმის მეშვეობით შესაძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რომელი შემსრულებლები იქნებიან პოპულარულები.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ Asaii შეუძლია მომდევნო ჯასტინ ბიბერის ყველაზე სწრაფად პოვნა.

ამ შენაძენის მეშვეობით, Apple Music კონკურენციას გაუწევს Spotify-ს. გასულ თვეს Apple-მა მუსიკის ამომცნობი სერვისის Shazam შესყიდვა დაასრულა, რაც აგრეთვე დაეხმარება კომპანიას ხსენებული სერვისისთვის კონკურენციის გაწევაში.

Comments
Loading...